ორგანიზაციის ისტორია

არასამეწარმეო იურიდიული პირი „სიტყვა ქართული“  დაფუძნდა 2013 წლის 5 თებერვალს.

ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია

  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა (მათ შორის ახალგაზრდობის) ჩართულობის გაზრდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა;
  • მოქალაქეთა უფლებების დაცვა და კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციული წვდომის უზრუნველყოფა;
  • დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრება;
  • არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  • მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.

აიპ "სიტყვა ქართულის" ინიციატივით 2013 წლის 27 მარტს  შეიქმნა საზოგადოებრივი პორტალი "sazogadoeba.ge", რომელიც  მიზნად ისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეთა ჩართვას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, ობიექტური, საინფორმაციო-ანალიტიკური სივრცის მომზადებას მოქალაქეთა ინფორმირების და საარჩევნო პროცესებში მათი აქტიურად ჩართულობის  უზრუნველყოფის მიზნით. აიპ "სიტყვა ქართულის" ბაზაზე ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრიც.