სიახლეები
15.08.2016

ამბობენ, ამ ტესტის სიზუსტე 97%-იაო. თუმცა, გაგონილს ნანახი სჯობსო და...

დროებით გამორთეთ თქვენი ლოგიკა, მოდუნდით და უპასუხეთ  სამ კითხვას, რომელიც თქვენი ქვეცნობიერების ამოცნობაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ საკუთარ თავს ფიქრის დროც  კი არ მისცეთ. დაიმახსოვრეთ, ან ჩაინიშნეთ პირველივე პასუხი, რაც აზრად მოგივათ. ტესტის ბოლოს თქვენივე თავისა და  ცხოვრების შესახებ რაღაც მნიშვნელოვანს აუცილებლად გაიგებთ.   

 

  1. წარმოიდგინეთ რომ თქვენ წინაშე 5 ცხოველია. დაალაგეთ ისინი ნებისმიერი თანმიმდევრობით

ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, ღორი

 

  1. ერთი სიტყვით აღწერეთ ქვემოთ მოცემული თითოეული სიტყვა

ძაღლი — ...

კატა  — ...

ვირთხა — ...

ყავა  — ...

ზღვა — ...

 

  1. ჩაიფიქრეთ 5 ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.  აირჩიეთ თითოეული მათგანისთვის ქვემოთ მოცემული თითო ფერი.

 

ყვითელი — ...

სტაფილოსფერი — ...

წითელი — ...

თეთრი — ...

მწვანე  — ...

 

... და ვნახოთ შედეგები.

  1. ირველ კითხვაზე პასუხი თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს

 

  1. ძროხა ნიშნავს კარიერას
  2. ვეფხვი - სიამაყის განცდას
  3. ცხვარი  სიყვარულია
  4. ცხენი ოჯახს აღნიშნავს
  5. ხოლო ღორი ფულთან ასოცირდება

 

  1. მეორე კითხვაზე პასუხებისგან გაიგებთ, როგორ აღიქვამთ საკუთარ ცხოვრებას ქვეშეცნეულად.

 

  1. ასოციაცია ძაღლთან თქვენივე პერსონის დახასიათებაა
  2. კატა თქვენს პარტნიორს აღწერს
  3. ვირთხა - მტრებს.
  4. ყავასთან ასოციაცია - ეს თქვენი დამოკიდებულებაა სექსთან.
  5. ზღვის აღწერა თქვენს საკუთარ ცხოვრებასთან გავლებული პარალელია.

 

  1. ფერები აღწერს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანებთან თქვენივე დამოკიდებულებას აღწერს

 

  1. ყვითელი - ეს ის ადამიანია, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ, მან თქვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა
  2. სტაფილოსფერი  არის ადამიანი, რომელიც ნამდვილ მეგობრობას გიწევთ.
  3. წითელი - გულწრფელად გიყვართ
  4. თეთრი - მონათესავე სულია
  5. მწვანე - მასზე მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

 

წყარო: sazogadoeba.ge