პროექტები
11.04.2013

პროექტი "პრეს-კლუბი" მნიშვნელოვანი თემების სადისკუსიო რეჟიმში განხილვას, დებატების მოწყობას და ახალი სახეების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში,  დამწყები ან საზოგადოებისთვის უცნობი მწერლების, პოეტების, მსახიობების, კომპოზიტორების, მომღერლების, მხატვრების და ა.შ. წახალისების მიზნით,  ეწყობა კონკურსები,  პოეზიის, მუსიკალური თუ საქველმოქმედო საღამოები.  ხსენებული კლუბი შეიქმნა საზოგადოებრივი პორტალის "sazogadoeba.ge"-ს სარედაქციო ჯგუფის მიერ აღმოჩენილი საინტერესო სახეების  კლუბში გაწევრიანების საფუძველზე.