პროექტები
11.04.2013

პროექტი "პრეს-კლუბი" მნიშვნელოვანი თემების სადისკუსიო რეჟიმში განხილვას, დებატების მოწყობას და ახალი სახეების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში,  დამწყები ან საზოგადოებისთვის უცნობი მწერლების, პოეტების, მსახიობების, კომპოზიტორების, მომღერლების, მხატვრების და ა.შ. წახალისების მიზნით,  ეწყობა კონკურსები,  პოეზიის, მუსიკალური თუ საქველმოქმედო საღამოები.  ხსენებული კლუბი შეიქმნა საზოგადოებრივი პორტალის "sazogadoeba.ge"-ს სარედაქციო ჯგუფის მიერ აღმოჩენილი საინტერესო სახეების  კლუბში გაწევრიანების საფუძველზე.

 

11.04.2013

საზოგადობრივი პორტალი "sazogadoeba.ge"  წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულის“ პროექტს და მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, განსხვავებული აზრის მოსმენის, კრიტიკის კულტურის დანერგვას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.

 

იხ,   http://sazogadoeba.ge/index.php

1.09.2015

აიპ "სიტყვა ქართული"-ს სასწავლო ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილიანი მოკლევადიანი, თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზურ პროგრამას. მაქსიმალური შედეგი მინიმალურ ფასად + დასაქმების რეალური შესაძლებლობა - ეს ჩვენი შემოთავაზებაა. უნიკალური, მხოლოდ ჩვენი სასწავლო კურსის ფარგლებში შექმნილი პროგრამა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტები სასურველი შედეგის მიღწევის უპირობო გარანტიაა.

 

სასწავლო პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://geoword.ge/index.php?menu_id=6