აიპ "სიტყვა ქართული" არასამეწარმეო იურიდიული პირი „სიტყვა ქართული“ დაფუძნდა 2013 წლის 5 თებერვალს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა (მათ შორის ახალგაზრდობის) ჩართულობის გაზრდას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მედიის თავისუფლების მხარდაჭერას; მოქალაქეთა უფლებების დაცვას და კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციული წვდომის უზრუნველყოფას; დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრებას;არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობას და მონიტორინგს; მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას; სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას.