მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სიტყვა ქართული" (შემდგომ ტექსტში "ორგანიზაცია") შექმნილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

1.2. ორგანიზაცია რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.

1.3. ორგანიზაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.

1.4. ორგანიზაციას აქვს ბეჭედი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.

1.5. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #16.

1.6.ორგანიზაციის ელექტრონული მისამართია: info@geoword.ge

1.7.ორგანიზაციის ვებგვერდია: www.geoword.ge

 

მუხლი 2. ორგანიზაცის საქმიანობის მიზანი და ამოცანები

2.1. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია:

  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა (მათ შორის ახალგაზრდობის) ჩართულობის გაზრდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა;
  • მოქალაქეთა უფლებების დაცვა და კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციული წვდომის უზრუნველყოფა;
  • დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრება;
  • არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  • მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.

2.2. თავისი მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:

  • ამყარებს კავშირს ანალოგიური მიზნების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს;
  • ატარებს ტრენინგებს, აწყობს კონფერენციებს და სემინარებს;
  • ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას;
  • აახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას.

2.3. რგანიზაცია შეიძლება ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ორგანიზაციის მიზნის განხორციელებას.

 

მუხლი 3. ორგანიზაციის დამფუძნებლები

3.1. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:

  • ფრიდონ ინჯია.
    დაბადებული: 05.01.1946.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. კორპ. 9"ბ".
    პირადი # 01007000616.
  • რომანოზ რეხვიაშვილი.
    დაბადებული: 08.08.1964.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 36/39, ბ. 39.
    პირადი # 01009010054.
  • იაგო შიოლაშვილი.
    დაბადებული: 01.01.1978.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, თემქა III მ/რ V კვ. კორპ. 14ა, ბ. 26.
    პირადი # 01021002140.

 

მუხლი 4. ორგანიზაციის მართვა

4.1. ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა დამფუძნებელთა კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

4.2. დამფუძნებელთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

4.3. დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კრებას ესწრება ორი დამფუძნებელი მაინც.

4.4. დამფუძნებელთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

4.5. იმ დამფუძნებელებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე დამფუძნებლებსს.

4.6. დამფუძნებელთა კრება:

  • იღებს ორგანიზაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
  • ირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და თავმჯდომარეს;
  • ისმენს გამგეობის ანგარიშს;
  • ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის საქმიანობის საორენტაციო წლიურ პროგრამას;
  • იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
  • ამტკიცებს გამგეობის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს;
  • წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.

 

მუხლი 5. ორგანიზაციის გამგეობა

5.1. ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში შედიან დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეული წევრები.

5.2. გამგეობის წევრებს ირჩევს დამფუძნებელთა კრება, ხუთი წლის ვადით.

5.3. გამგეობის სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს ორისა წელიწადში.

5.4. გამგეობის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით.

5.5. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ნახევარზე მეტი.

5.6. გამგეობის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

5.7. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

  • დამფუძნებელთა კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება;
  • იმ პროგრამების გამხორციელება, რაც გამომდინარეობს ორგანიზაციის მიზნებიდან;
  • ორგანიზაციის საწარმოების დაფუძნება ან სხვა საწარმოებში ორგანიზაციის წილობრივი მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა;
  • ორგანიზაციის ფილიალების, რეგიონალური ორგანიზაციების შექმნა და მათი ხელმძღვანელების დანიშვნა;
  • სპეციალური თემატური შეხვედრების მოწვევა და ჩატარება, მომხსენებლებისა და სამუშაო ჯგუფების განსაზღვრა;
  • საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის, ორგანიზაციის ფინანსური ანაგარიშის მომზადება და ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
  • გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღება;
  • ორგანიზაციის სხვა საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

5.8. ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან:

  • ფრიდონ ინჯია.
    დაბადებული: 05.01.1946.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. კორპ. 9"ბ".
    პირადი # 01007000616.
  • რომანოზ რეხვიაშვილი.
    დაბადებული: 08.08.1964.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 36/39, ბ. 39.
    პირადი # 01009010054.
  • იაგო შიოლაშვილი.
    დაბადებული: 01.01.1978.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, თემქა III მ/რ V კვ. კორპ. 14ა, ბ. 26.
    პირადი # 01021002140.

 

მუხლი 6. ორგანიზაციის თავმჯდომარე

6.1. ორგანიზაციის თავმჯდომარე უძღვება დამფუძნებელთა კრებას და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს. იგი არის ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

6.2. ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩევა დამფუძნებელთა კრების მიერ ხუთი წლის ვადით.

6.3. ორგანიზაციის თავმჯდომარე:

  • ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობას, ამზადებს გამგეობის სხდომებს, ადგენს მიღებულ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა რეალიზაციას;
  • იწვევს სამუშაოზე შრომით ხელშეკრულების საფუძველზე მუშაკებს;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ და ფინანსურ დოკუმენტებს;
  • ახორციელებს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
  • ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და განსახორციელებელ პროგრამებს;
  • გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორთა კანდიდატურებს.

6.4. თავმჯდომარეს ენიჭება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ერთპიროვნულად.

6.5. ორგანიზაციის თავმჯდომარეა:

  • ფრიდონ ინჯია.
    დაბადებული: 05.01.1946.
    მისამართი: საქართველო, თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. კორპ. 9"ბ".
    პირადი # 01007000616.

 

მუხლი 7. ორგანიზაციის საქმიანობის ვადა

7.1.ორგანიზაცია იქმნება და არსებობს განუსაზღვრელი ვადით.

 

მუხლი 8. ორგანიზაციის საკუთრება, შემოსავლის წყარო

8.1. ორგანიზაციას კანონით დადგენილი წესით შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებანი, ფულადი სახსრები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

8.2. ორგანიზაციის ფულადი სახსრები იქმნება საწევრო გადასახადებით, შემოწირულობებით, ორგანიზაციის ძირითადი და მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის მიღებული გრანტებით.

8.3. მიზნების შესრულებისათვის ორგანიზაციას უფლება აქვს დადოს გარიგებანი, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები.

 

მუხლი 9. საერთაშორისო კავშირები

9.1. ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე, იქონიოს საერთაშორისო კონტაქტები და კავშირ-ურთიერთობები, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები.

9.2. ორგანიზაცია, ურთიერთსასარგებლო საწყისებზე, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სხვადასხვა კომპანიებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან და ფიზიკურ პირებთან.

 

მუხლი 10. ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

10.1. ორგანიზაციის რეორგანიზაცია ხდება წევრთა დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.2. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება:

  • ა) ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
  • ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.

10.3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ორგანიზაციის ქონება განაწილდება ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.4. ორგანიზაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.